LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსი ხალხის უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება ამ ულმობელ ქმედებებს“ – Placebo მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალს ეთიშება

65
page

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად გამოთქმული არტისტები პროტესტის ტალღა გრძელდება. ორმა ჯგუფმა, Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს გააუქმეს.

პოპულარული ჯგუფები Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებენ

მათ ინგლისური როკ-ჯგუფი, Placebo უერთდება, მათ ზაფხულში რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმეს.

„Placebo მწუხარებით გაცნობებთ, რომ ივლისში, მოსკოვში დაგეგმილ Park Live Festival-ს ეთიშება. მტკიცედ ვეწინააღმდეგებით უკრაინისკენ მიმართულ სასტიკ ომს. Placebo რუსეთში ტურნეებს ოც წელზე მეტია მართავს და ჩვენთვის გულსატკენია იმის დანახვა, როგორ ჩაითრიეს ამ კოშმარში ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და სადაც ბევრი მეგობარი გვყავს. ჩვენ ვიცით, რომ რუსი ხალხის უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება ამ ულმობელ ქმედებებს. ჩვენ კი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. მუდამ ჩვენს ფიქრებში ხართ“, – წერია პოსტში.

ფოტო: „გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“ – ლეგენდარული პოლ მაკკარტნი უკრაინას უჭერს მხარს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები