LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ედ შირანმა და ემინემმა ცნობილი ჰიტი Lose Yourself დუეტში შეასრულეს

206
ემინემი

ემინემისა და ედ შირანის კოლაბორაციას, რომელიც დეტროიტის კონცერტის ფარგლებში შედგა, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ეს იყო ემინემის პირველი გამოსვლა სცენაზე ერთწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ. ის სპეციალურად ესტუმრა დეტროიტს, რათა ედ შირანის მუსიკალურ ტურნეში მიეღო მონაწილეობა.

როგორც ინტერვიუში ემინემი ამბობს, ედ შირანი მისი ფავორიტი მუსიკოსია, იმავეს წერს ემინემზე შირანიც.

ყველასთვის სიურპრიზი იყო, როცა ედ შირანმა, გიტარით ხელში, „გრემისა“ და „ოსკარის“ მფლობელი სიმღერის Lose Yourself -ს შესრულება დაიწყო, მალევე მას სცენაზე ლეგენდარული რეპერი შეუერთდა.

სიმღერა Lose Yourself ემინემმა 2002 წელს დაწერა ფილმისთვის „მერვე მილი“, სადაც თავად მთავარ როლს ასრულებს. მოგვიანებით სიმღერა შევიდა მუსიკოსის ალბომში Curtain Call: The hits. სიმღერა „ოსკარის“, „გრემის“, „ოქროს გლობუსისა“ და სხვა პრესტიჟული პემიების ლაურეატია.

50 Cent და ემინემი „8 მილის“ ადაპტაციაზე მუშაობენ

„მაგრამ ტალღები ვერ გატეხენ ჩემს ნავს” – ედ შირანი ახალ სიმღერაზე Boat კლიპს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები