LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგრამ ტალღები ვერ გატეხენ ჩემს ნავს” – ედ შირანი ახალ სიმღერაზე Boat კლიპს ავრცელებს

163
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი არტისტი, ედ შირანი ახალ სიმღერაზე Boat კლიპს ავრცელებს. ნამუშევარი მის მომავალ ალბომში Subtract იქნება წარმოდგენილი.  რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი დღის შუქს 6 მაისს იხილავს. გავრცელებულ კადრებში შირანის მანქანა კლდიდან ოკეანეში ვარდება. შემდეგ კი მომღერალი წყლიდან ამოდის და მღერის: „მაგრამ ტალღები ვერ გატეხენ ჩემს ნავს.”

„Boat პირველი სიმღერაა, რომელიც ამ ალბომისთვის დავწერე. ეს ის სიმღერაა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და რომელმაც ალბომის გამოცემას მისცა ბიძგი”, – წერს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ 3 მაისს, ედ შირანის შესახებ „დისნეის“ მიერ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმიც გამოვა.

შეგახსენებთ, შირანმა, ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე გადაიტანა. მის მეუღლე, ჩერი სიბორნს მეორე ორსულობის დროს სიმსივნე დაუდგინეს, რომლის ოპერაციაც მხოლოდ მშობიარობის შემდეგ შეიძლებოდა.

აქვითინებული ედ შირანი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში – ნახეთ პირველი „თრეილერი“

„ჩერის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვე და მისთვის ოპერაციის გაკეთება მშობიარობამდე არ შეიძლებოდა“ – ედ შირანი დუმილს არღვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები