LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: ედ შირანი ახალ კლიპს ავრცელებს

146
page

წინა კვირას, 30 წლის არტისტმა, ედ შირანმა ახალი კლიპის „თიზერი“ გაავრცელა. Bad Habits – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მრავალი „გრემის” მფლობელი მუსიკოსისთვის პირველი სოლო ტრეკია 4 წლის განმავლობაში.

სულ სხვანაირი ედ შირანი – პირველი სოლო ტრეკი 4 წლის განმავლობაში

არტისტი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა, მან ვამპირის იმიჯი მოირგო. „თიზერის“ გავრცელების შემდეგ შირანის გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელოდნენ ახალ კლიპს და აი, კლიპის პრემიერა შედგა.

აღსანიშნავია, რომ  ტრეკის პროდიუსერები შირანთან ერთად ბრიტანელი მუსიკოსები, Fred again და ჯონი მაკდეიდი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები