LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 511%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

50
რუსი ტურისტები

სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა. სტატისტიკური მონაცემები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული პირების რაოდენობა 511%-ით გაიზარდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტით 36 407 ადამიანი შემოვიდა.

სექტემბრის მონაცემების მიხედვით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყაზბეგის მეშვეობით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შემოვიდა 39 344 ავტომანქანა, ხოლო გავიდა 43 747. შემოვიდა 19 040 სატვირთო ავტომანქანა და გავიდა – 12 377, შემოვიდა 1 082 ავტობუსი და გავიდა – 1 055, ხოლო რაც შეეხება მოტიციკლს და ველოსიპედს, შემოვიდა 439 და გავიდა 360 ერთეული.

რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 163 316 ადამიანი შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g