LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოცეკვავე პოლიციელებმა ინტერნეტი დაიპყრეს (ვიდეო)

63

კოლორადოს შტატის პოლიციის ოფიცერი, ტონი შერბი, რომელიც საკუთარ ქვეყანას 29 წელი ემსახურა, პრენსიაზე გადის. თუმცა, რაც მან „ჩაიდინა“, სანამ გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაწერდა, საკმაოდ გაგახალისებთ.

პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთი ლიფტი ხშირად იმაზე ხშირად ფუჭდებოდა, ვიდრე დანარჩენები, ამიტომ იქ კამერა დააყენეს. როდესაც ტონი ლიფტში შევიდა და საკუთარი ტელეფონით ერთ-ერთი სიმღერა ჩართო, სხეულის დამორჩილება ვეღარ შეძლო. რამდენიმე წამის შემდეგ მას პოლიციის კიდევ ერთი ოფიცერი შეუერთდა, რომელმაც მასთან დუეტში იცეკვა.

როგორც კი ვიდეო ქსელში მოხვდა, პოლიციის ოფიცრები ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ. ბევრმა მომხმარებლებმა ისიც კი დაწერეს, რომ ტონის მოძრაობების შესწავლა სურთ და მას მასტერ-კლასის ჩატარებას სთხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები