ევროპულ კოსმოსურ საააგენტოს ცენტრები სხვადასხვა ქვეყნებში აქვს, მაგრამ კოსმოსური გული ნიდერლანდების პატარა ქალაქ ნორდვეიკშია, რომელიც ამსტერდამიდან 35 კმ-ში მდებარეობს. ამ სამეცნიერო ქალაქში იწერება, შენდება და ცდებს გადის კოსმოსის მომავალი.
ნიდერლანდებში მდებარე კოსმოსური კვლევებისა და ტექნოლოგიების ევროპული ცენტრი (ESTEC) ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) უმსხვილესი ცენტრია. აქ კოსმოსური აპარატებისა და თანამგზავრების ტესტირება ხდება ორბიტაზე გაშვებამდე.
ის 1968 წელს დაარსდა. ამჟამად 3 ათასამდე ადამიანი მუშაობს: მეცნიერები, ინჟინრები, ტექნიკოსები… სასიხარულო და საამაყოა, რომ ერთ-ერთი მათგანი ქართველია – სოფიო პატარაია.
სოფიო განათლებით ფიზიკოსია, განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქვე დაამთავრა მაგისტრატურა.
მერე მოხვდა მიუნხენში, სადაც 2006-დან 2019 წლამდე დაჰყო, გერმანიაში დაამთავრა დოქტურანტურა, მუშაობდა სტანდარტული მოდელისა და ახალი ფიზიკის კვლევებზე. 2019 წლიდან გადაწყვიტა შეეცვალა კარიერა. ყოველთვის დაინტერესებული იყო კოსმოსით და სურდა კოსმოსურ კვლევებში მიეღო მონაწილეობა, ასე მოხვდა ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში…