LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაროკოელი ჯარისკაცები იტალიელი ქალების წინააღმდეგ: მეორე მსოფლიო ომის ყველაზე “ბინძური ეპიზოდი”

179
86620_718f4nn

მაროკოელი ჯარისკაცები იტალიელი ქალების წინააღმდეგ: მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) ყველაზე „ბინძური ეპიზოდი“. სწორედ ასე განიხილება მაროკოელი სამხედროების (გუმერების) თარეში ომის პერიოდში.

ომი ქალებთან

სხვადასხვა ჩრდილოაფრიკული სახელმწიფოებიდან წამოსული ხალხისგან 1908 წელს შექმნილი მაროკოელი გუმერების ქვედანაყოფი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედიოდა.

1943 წელს მებრძოლები იტალიაში გაგზავნეს, სადაც ნაცისტებთან უნდა ებრძოლათ. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მტერთან დაეჭირათ საქმე, მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობით, ძარცვითა და წამებით დაკავდნენ.

მაროკოელმა ჯარისკაცებმა ყველგან დაიწყეს იტალიელ ქალებზე ძალადობა და ამის გამო მთელ იტალიაში განსაკუთრებული ზიზღი გამოიწვიეს. მათი სასტიკი და გაუწონასწორებელი ქცევა გახდა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე „ბინძური ეპიზოდი“.

მოგვიანებით მაროკოელი ჯარისკაცების დანაშაული იტალიის ისტორიაში დამკვიდრდა სახელწოდებით „guerra al femminile“ (ომი ქალებთან) ან „მაროკინატი“.

ვინ უნდა გაასამართლო

იტალიელი ისტორიკოსები მომხდარში პირველ რიგში ფრანგ სამხედრო უფროსობას ადანაშაულებენ, რადგან ისინი ხელმძღვანელობდნენ მაროკოელ ჯარისკაცებს.

კერძოდ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს გენერალ ალფონს ჟიუენს, რომელიც 1944 წლის 14 მაისს ბრძოლის წინ ასეთი სიტყვებით წარდგა:

ჯარისკაცებო! როდესაც გაანადგურებთ გერმანელ ოკუპანტებს, თქვენს წინაშე გადაიშლება მდიდრული სახლები, ქალები და ღვინო. მოწინააღმდეგეზე გამარჯვების შემთხვევაში გპირდებით, რომ პირველი 50 საათი თქვენ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გექნებათ. არავინ არ გაგასამართლებთ, რაც არ უნდა გააკეთოთ!

როდესაც მაროკოელი ჯარისკაცების სიმხეცის შესახებ ხმებმა რომის პაპის პიუს XII-მდე მიაღწია, დაუყოვნებლივ გაგზავნა საჩივარი გენერალ შარლ დე გოლთან.

მაროკოელი ჯარისკაცები მეორე მსოფლიო ომის დროს

პაპი თხოვდა დაემშვიდებინა და დაესაჯა ყველა გუმერი, ასევე თავის ქვეყანაში ქრისტიანული ჯარი შეეყვანა. თუმცა დე გოლმა პაპს უპასუხა, რომ „იტალიელი ქალები, რომლებიც სუსტი მორალით გამოირჩევიან, თავად ახდენენ მუსლიმი მაროკოელების პროვოცირებას“.

საინტერესო ფაქტია, რომ ფრანგ ოფიცრებშიც მოძალადეები ასევე იწვევდნენ ზიზღს. ისინი ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ამ ტრაგედიის დამნაშავეები დაესაჯათ.

მალე აღიძრა 160 საქმე, რომლებშიც 360 მაროკოელი ჯარისკაცი ფიგურურებდა. თუმცა მხოლოდ 15 მათგანს გამოუტანეს სიკვდილით დასჯა, დანარჩენები კი სასამართლომ იძულებით საქმიანობაზე გაგზავნა.

პირსის ვერსია

ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე ამერიკელმა პოლიტიკოსმა და მწერალმა უილიამ პირსმა 1997 წელს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „მონტე კასინოს ქალები“. მან გამოთქვა საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რატომ დარჩა მაროკოელი გუმერების დანაშაული დაუსჯელი.

მისი ვერსიის თანახმად, ყველაზე „ბინძურ ეპიზოდში“ უპირველესად ფრანგი ხელისუფლებაა დამნაშავე. პირსი დარწმუნებულია, რომ უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცოდა თავისი ქვედანაყოფის ჩვევებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაგზავნა იტალიაში საომრად.

იტალიელი ქალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე ჩადენილის გამო ნიურნბერგის ტრიბუნალს იმსახურებდნენ როგორც ფრანგი ოფიცრები, ასევე ჟურნალისტები, რომლებიც განზრახ დუმდნენ მაროკოელი ჯარისკაცების სისასტიკეზე.

თავისიანებს არ ასამართლებენ

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე დაიწყო ნიურნბერგის პროცესი, რომლებზეც ასამართლებდნენ ნაცისტ დამნაშავეებსა და ჰიტლერის მხლებლებს. ფაშისტებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისას, მოსამართლეებს საჭიროდ არ ჩაუთვლიათ გუმერებისა და მათი უფროსობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

საინტერესო ფაქტია, რომ 1945 წლის 17 ივლისს, როდესაც სენატორმა ჯეიმს ისტლენდმა აშშ-ს სენატში საჯაროდ გააკრიტიკა მაროკოელი ჯარისკაცების დანაშაული შტუტგარტში, ის უბრალოდ ტყუილში დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია, რომ არც ბრიტანეთს და არც აშშ-ს არ აწყობდა მაროკოელი სამხედროებისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რადგან ეს ქვეყანა მოკავშირე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.

საქმე არ დაძრულა არც მას შემდეგ, რაც 1947 წლის 1 აგვისტოს იტალიის მთავრობამ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საფრანგეთის ხელისუფლებას. მეტიც, ზოგიერთმა ფრანგმა მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ყველაფერში დამნაშავეა გერმანული პროპაგანდა, რომლებთაც სურდათ ვაჟკაცი მაროკოელი ჯარისკაცებისთვის ჩირქის მოცხობა.

საინტერესოა, რომ იტალიელი აქტივისტები არაერთხელ გამოსულან, რათა დამნაშავეებისგან კომპენსაცია მიეღოთ.

ბოლოს მათ ეს თემა 2011 წელს წამოჭრეს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ამჯობინა არ შეემჩნია ეს სამწუხარო ეპიზოდი.

მაროკოელი გუმერები

„guerra al femminile“-ის მსხვერპლთა ასოციაციის ხელმძღვანელი ემილიანო სიოტი აცხადებს, რომ მაროკოელი სამხედროები, რაც დაფიქსირებულია ძალადობის 20 ათასს შემთხვევაში არიან დამნაშავეები.

თუმცა ამ ციფრის სამჯერ გაზრდაც თამამად შეიძლება. მიუხედავად ამისა, იტალიის ხელისუფლებას არ სურს წარსულში ქექვა, რათა ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს.

მაროკოელი სამხედროების მხეცობა აღწერილი აქვს იტალიელ მწერალ ალბერტო მორავიას რომანში „ჩოჩარა”. ამ რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც, რომელშიც მთავარ როლს სოფი ლორენი თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები