LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროველთა შტაბზე იერიშის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა

153
Capture

სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა 40 და დაიჭრა 10 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ცნობებში კი ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი.

UNIAN-მა იერიშის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილ მებრძოლების ვიდეო კადრები გაავრცელა, რომელზეც დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლები გაჭირვებით წარმოთქვამენ ორიოდ სიტყვას რუსულად და ჩეჩნურად და სკანდირებენ “ალაჰ აკბარ”.

“დონ-დონის მეომრები, რომლებიც გადარჩნენ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა არტილერიამ დაარტყა შენობას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ (სავარაუდოდ, სოფელი კაირო ხერსონის რეგიონში)”, – წერია ვიდეოს აღწერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g