LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფლად მცხოვრები ქალები გამოწვევებს არ უშინდებიან და თამამად აშენებენ მომავალს“ – სამოტივაციო ფორუმზე 5 წარმატებული ქალის ისტორია მოისმინეს

48
Untitled design

სამოტივაციო ფორუმის – „ძლიერი ქალი მომავლის სოფლისთვის“ ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებსა და საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს ხუთი წარმატებული ქალი შეხვდა.

როგორც გაეროს განვითარების ფონდში აცხადებენ, მათ საკუთარ გულწრფელ და ინსპირაციულ გამოსვლებში სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

„ხუთი ქალის განსხვავებულ ისტორიებში აისახა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლად მცხოვრები ქალები ეკონომიკაში, მმართველობასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში, და რა არის საჭირო მათი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური განვითარების გზაზე არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად.

სამოტივაციო ფორუმი „ძლიერი ქალი მომავლის სოფლისთვის“ სოფლად მცხოვრებ ქალთა დღის სულისკვეთებას ეხმიანება, რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება.

ფორუმის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი/EU, შვედეთი და შვეიცარია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს განვითარების ფონდის ცნობით, ფორუმის ხუთი სპიკერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროს წარმოადგენს.

„თითოეული მათგანი ჩართულია UNDP-ის სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივაში, რომლებიც ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს სოფლის მდგრად განვითარებას, გენდერული თანასწორობის მიღწევას და პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას.

◼ ამილონა დეკანაძე, მეწარმე, ხულოს მუნიციპალიტეტი;

◼ ლალი ჩანქსელიანი, მეფუტკრე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;

◼ ლუსო დოსტიბეგიანი, სამოქალაქო აქტივისტი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი;

◼ ნათია კახიძე, მეწარმე, ხელვაჩაური მუნიციპალიტეტი;

◼ თამარ ხომასურიძე, ახალგაზრდული აქტივისტი, ონის მუნიციპალიტეტი;

ხუთივე სპიკერი მოწვეულმა სტუმრებმა წარადგინეს, მათ შორის იყვნენ:

დანიის ელჩი საქართველოში – ენ ტოფტ სორენსენი; შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში – დანიელ მევლი; შვედეთის ელჩის მოადგილე/შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი – ერიკ ილესი; სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი – ილია თამარაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი – ქეთევან ხუციშვილი.

ღონისძიებას UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი გაუძღვა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები გამოწვევებს არ უშინდებიან და თამამად აშენებენ მომავალს:

„შთამბეჭდავი გამოსვლები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები გამოწვევებს არ უშინდებიან და თამამად აშენებენ მომავალს. ისინი უძღვებიან წარმატებულ ბიზნესს, ქმნიან ინოვაციური იდეებს და აქტიურად ერთვებიან მმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იმისთვის, რომ ის მომავალი ააშენონ, რომელიც უნდათ და ნამდვილად იმსახურებენ, სოფლად მცხოვრებ ქალებს სჭირდებათ მეტი სერვისი, მეტი შესაძლებლობა და მეტი თანასწორობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში“, – განაცხადა ბერესფორდმა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე.

„UNDP-ის მრავალრიცხოვანი პროექტები და ინიციატივები ხელს უწყობს უთანასწორობის დაძლევას, რეალური თანასწორობისთვის აუცილებელი მექანიზმების შექმნას და საზოგადოებაში ძირგადგმული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას. ეს მრავალმხრივი საქმიანობა ევროკავშირთან, შვედეთსა და შვეიცარიასთან პარტნიორობითა და საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება“, – აცხადებენ გაეროს განვითარების პროგრამაში.

mazda magti 5g