LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუბენსის ტილო აუქციონზე 35 მილიონ დოლარად გაიყიდება

63
http___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_221025133803-01-sothebys-fisch-davidson-collection-rubens-in-situ

რუბენსის ფერწერულ ტილოს Sotheby’s აუქციონზე გაყიდიან. აუქციონის სახლის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ლოტი მინიმუმ 35 მილიონ დოლარად გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ამჯერად საუბარია ნამუშევარზე სახელად – „სალომესთვის მირთმეული წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი“, რომელიც მხატვარმა 1609 წელს შექმნა.

ტილოზე ბიბლიური სცენაა გამოსახული და 1666 წლიდან 1700 წლამდე ლოტი ესპანეთის სამეფო არქივში ინახებოდა, რაც სპეციალისტებს იმის ვარაუდის საშუალებას აძლევს, რომ დამკვეთი რომელიმე დიდებული იქნებოდა.

საინტერესოა, რომ ეს ნამუშევარი Sotheby’s აუქციონზე 1998 წელსაც გაიყიდა და მაშინ ლოტში 5,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები