უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და აღნიშნავს, რომ ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია:
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები.
ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“,- აღნიშნულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის „ტვიტში“.
Had a great meeting with @GharibashviliGe in Budapest. Discussed ways to enhance our cooperation in the field of energy. Diversification of energy sources is the only way Europe can get out of the #energycrisis. pic.twitter.com/JOoglsjTcs
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 28, 2022