შვეიცარიულმა რკინიგზის ოპერატორმა ყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებლით პირველი მარშრუტი შეასრულა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მატარებელი მთლიანობაში 100 ვაგონისგან შედგება და მისი სიგრძე 1,9 კილომეტრია. რაც შეეხება პირველ მგზავრობას, კომპანიამ ალპების მარშრუტი აირჩია და 25 კილომეტრიც გაიარა.
აღსანიშნავია, რომ წელს შვეიცარიის რკინიგზას 175 წელი შეუსრულდა და ამ რეკორდით საიუბილეო თარიღიც აღნიშნეს.