ზამთარში თოვლი ბევრ ადგილას არის სანატრელი, თუმცა ცოტას თუ გაუჩნდება იმისი სურვილი, რომ წელიწადის ეს დრო ისეთივე იყოს, როგორც დედმიწის იმ კუთხეებში, სადაც ყველაზე მეტად ცივა.
გთავაზობთ იმ ადგილებს, სადაც ტემპერატურას ხშირად სტანდარტული თერმომეტრიც ვერ ზომავს.
როჯერ-პასი, აშშ
ადგილი, რომელიც ზღვის დონიდან 1710 მეტრზე მდებარეობს, ამერიკის შტატ მონტანაში მდებარეობს. აქ აშშ-ს ტერიტორიაზე, ალასკის გარდა, ყველაზე ცივი ამინდი 1954 წელს, -57 გრადუსი იყო.
ფორტ-სელკი, კანადა
პატარა სოფელი 1848 წელს შეიქმნა. მე-20 საუკუნემდე აქ ხალხი ცხოვრობდა, 1950 წლის შემდეგ კი, ექსტრემალური ამინდის გამო, ის უკანასკნელმა მაცხოვრებლებმა დატოვეს. ტემპერატურის რეკორდული მინიმუმი აქ -58,9 გრადუსი იყო.
პროსპექტ-კრიკი, ალასკა, აშშ
1971 წლის იანვარში, აშშ-ის ტერიტორიაზე აქ ყველაზე დაბალი, -62 გრადუსი ყინვა იყო.
სნეგი, კანადა
ამ სოფლისთვის ყველაზე ცივ თვედ იანვარი ითვლება. როგორც წესი, ამ დროს ტემპერატურა -63 გრადუსს აღწევს.
აისმიტე, გრენლანდია
ტერიტორია მთლიანად ყინულით არის დაფარული. ყველაზე ცივ თვეებში ჰაერის მაჩვენებელი აქ -64,9 გრადუს ყინვამდე დაცემულა.
ნორტაისი, გრენლანდია
ეს ადგილი ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა აქ 1954 წელს დაფიქსირდა და ის -66,1 გრადუს ყინვას შეადგენდა.
ვერხოიანსკი, რუსეთი
მიუხედავად ზაფხულსა და ზამთარს შორის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისა, ვერხოიანსკში ჯერ კიდევ 1173 ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა აქ -69,8 გრადუსი დაფიქსირებულა.
პლატო, აღმოსავლეთ ანტაქრქტიდა
სამეცნიერო სადგურმა „პლატო“ ფუნქციონირება 1969 წელს შეწყვიტა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომელიც აქ დაფიქსირებულა, -73,2 გრადუსი ყინვა იყო.







