LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონება, როგორც ბიზნესი

1470
715x400_UP6

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ უძრავი ქონება ბიზნესად ან შემოსავლის მთავარ წყაროდ აქციოთ.

ამისთვის სხვადასხვა ხერხი და მეთოდი არსებობს, მთავარია სწორი გათვლები და ნაბიჯები, რომელიც დაგეხმარებათ სახლი, ბინა ოფისი, თუ კომერციული ფართი თქვენთვის მოგების მომტანი გახდეს.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ?

ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ არსებობს უძრავი ქონების ინვესტიციის გზები ქონების ფლობის გარეშე. დიახ, შეგიძლიათ არენდით აიღოთ ქონება და გააქირაოთ ის დღიურად. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მომგებიანია ტურისტებთან მუშაობა, მათთვის როგორც წესი მიმზიდველია ტურისტულად აქტიური უბნები, სადაც სხვადასხვაგვარი სანახაობა იყრის თავს. ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად გეყოლებათ მსურველი, რომელიც თქვენს ქონებას დაიქირავებს, მიღებული შემოსავლით კი არამარტო არენდის საფასურს დაფარავთ, არამედ მოგებასაც მიიღებთ.

ამავე პრინციპით შესაძლებელია სახლის ქირაობა საკურორტო ზონებში, რომელსაც გესთჰაუსად აქცევთ სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა ისეთი ქონების მოძებნა, რომლის ოთახებსაც ინდივიდუალურად ექნება სველი წერტილი. შესაძლოა ამ ტიპის ქონება მარტივი საპოვნელი არ იყოს, მაგრამ მოგების თვალსაზრისით ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ერთი კონკრეტული ბინის გაქირავება, რადგან მოგებას მიიღებთ თითოეული გაქირავებული ოთახიდან და არა მთლიანი სახლიდან.

ასეთი საქმის წამოწყებისას, უმნიშვნელოვანესია მოძებნოთ თქვენს მიზნებსა და სურვილებზე მორგებული ქონება, რომელიც არა მარტო თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ მიმზიდველი გახდება პოტენციური დამქირავებლისთვისაც.

შესაბამისი უძრავი ქონების მოძებნაში area.ge დაგეხმარებათ – პლატფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში აერთიანებს გასაყიდი თუ გასაქირავებელი ქონების სხვადასხვაგვარ ვარიანტებს და ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

არეაზე ლოკაციის მითითებით შეგიძლიათ მოძებნოთ ბინა, სახლი, აგარაკი, კომერციული ფართი თუ სხვაგვარი ქონება მთელი საქართველოს მასშტაბით. განცხადებაში დეტალურად გადმოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ ქონების შესახებ პირველადი შთაბეჭდილების შექმნაში.

ძებნის მარტივი ფუნქციონალის დახმარებით შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, პირობითად, საძინებლების, სველი წერტილების რაოდენობა, სართული, საერთო ფართი და.ა.შ. და ამის მიხედვით გაფილტროთ საიტზე წარმოდგენილი ქონება, რაც საბოლოო ჯამში მოსახერხებელს და მარტივს ხდის ძიების რთულ პროცესს. არჩევანის მრავალფეროვნება ბუნებრივია დადებითი მხარეა, მაგრამ რეალურად კიდევ უფრო აბნევს ადამიანს.

გარდა ამისა, არეა, უკვე როგორც „მესაკუთრეს“, დაგეხმარებათ ბინის გაქირავების პროცესში. ვიზიტორების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა არის გარანტი იმისა, რომ არეაზე განთავსებული უძრავი ქონება, აუცილებლად იპოვის მის დროებით თუ მუდმივ მაცხოვრებელს.

 

 

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g