50 წლის დედოფალი ლეტიცია ამჯერად კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ისინი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის გამო დააჯილდოვა. ამ დღეს ქვეყნის მონარქი ბრწყინავდა საყვარელი ბრენდის „კაროლინა ჰერერას“ ულამაზეს კაბაში, რომელიც ყვავილებით იყო მოქარგული.
ღონისძიებაზე დედოფალი შვილებთან, ლეონორთან და სოფიასთან ერთად იმყოფებოდა. პრინცესები ამ დღეს კოქტეილის ულამაზეს კაბებში გამოჩნდნენ. ლეონორს მბზინავი შავი კაბა ეცვა, ხოლო სოფიას, შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი მოკლე კაბა ორნამენტებით.
დედოფალი ლეტიცია ესპანური ბრენდის ბროლის თვლებით გაფორმებულ ულამაზეს შავ კაბაში
დედოფალი ლეტიცია შიშველი ზურგით ესპანური ბრენდის 190 დოლარიან კაბაში
დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ბისერებით გაფორმებულ ულამაზეს კაბაში