ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი გამოავლინეს, რაზედაც ათი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა „ლოკაციაზე“ კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში 550 000 ლარის ოდენობის ეკვივალენტის უცხოური ვალუტა ამოიღეს. აღნიშნული სახის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 1-იდან 3 წლამდე ვადით.“– აღნიშნულია ინფორმაციაში.
აჭარაში კანონდარღვევით მოწყობილი სავალუტო პუნქტები გამოავლინეს – ჯამში 550 000 ლარის ოდენობის ეკვივალენტის უცხოური ვალუტა ამოიღეს.