გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა „ლოკაციაზე“ კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს სავალუტო ჯიხურებმა 950 მილიონი რუბლი იყიდეს, რაც 45 მილიონი ლარის ტოლია. ეს თანხა წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია.