LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სავალუტო ჯიხურებში რუსული რუბლის ბრუნვა სამჯერ გაიზარდა – IDFI

72
რუბლი ვალუტა

როგორც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს სავალუტო ჯიხურებმა 950 მილიონი რუბლი იყიდეს, რაც 45 მილიონი ლარის ტოლია. ეს თანხა წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი კვარტალური მონაცემების მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 45 მილიონი ლარის ან 16 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი რუბლი), ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე საქართველოს ბანკებში რუსეთის 45,349 მოქალაქემ გახსნა ანგარიში - IDFI სტატისტიკას აქვეყნებს

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს.

რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, საქართველოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილული იქნას, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში რუსული რუბლის აქტიური შემოდინება, სანქციების მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რუსული რუბლით ვაჭრობის გააქტიურება და სხვა,” – ნათქვამია IDFI-ის მიმოხილვაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში 45 ათასზე მეტმა რუსმა გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები