Facebook-მა ფუნქცია „წლის მიმოხილვა“ გადააკეთა. ამიერიდან, მომხმარებლებს მისი ჩართვისას გასული წლის უსიამოვნო ფაქტებს სოც. ქსელი აღარ „გაახსენებს“.
მათ თავად შეეძლებათ აარჩიონ, რომელი პუბლიკაციები მოხვდეს ნაკრებში და ამოაგდონ ისინი, რომლებიც თავად არ სურთ. Facebook-ის წარმომადგენლის განცხადებით, წელს ისინი ახალ ალგორითმს შეიმუშავებენ ფოტოს არჩევისას, რათა თავი აარიდონ მომხმარებლების უსიამოვნო განწყობის შექმნას.
აღნიშნული ფუნქცია სოც. ქსელის მისამართით კრიტიკის საგანი 2014 წელს გახდა. კონკრეტულად კი კომპანია იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა ერიკ მაიერისთვის, რომელსაც აღნიშნულმა სიახლემ სიმსივნისგან 6 წლის დაღუპული შვილი შეახსენა. მაშინ ფოტო „ლაიქებისა“ და კომენტარების რაოდენობის მიხედვით ხვდებოდა ფუნციაში, თავად პუბლიკაციების შინაარსი კი არ სახელდებოდა.