LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს, გამოკითხულთა 64% პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს – IRI

52
ევროკავშირი

თუ საქართველო წარუმატებელი აღმოჩნდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მხრივ, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე? – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს.

მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 64% – საქართველოს მთავრობა/მმართველი პარტია;
  • 8% – ოპოზიციური პარტიები;
  • 6% – ევროკავშირი;
  • 2% – რუსეთის ომი უკრაინაში;
  • 1% – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
  • 3% – სხვა;
  • 17% – არ ვიცი / უარი პასუხზე;

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g