LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერული თავდასხმა მათზე, ვინც ყატარს აკრიტიკებდა: პლატინისაც გადაწვდნენ

35
457

ზოგიერთი საჯარო პირი, რომლებიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს აკრიტიკებდნენ, ჰაკერების მსხვერპლი გახდა.

The Sunday Times-მა გამოიკვლია, რომ ყატარის წინააღმდეგ კრიტიკის მთქმელმა ადამიანებმა ინდოელი ჰაკერების თავდასხმა იწვნიეს. სავარაუდოდ, ისინი ყატარის ხელისუფლებამ დაიქირავა ქვეყნის რეპუტაციის დაცვის მიზნით.

კერძოდ, გატეხეს Sunday Times-ის ჟურნალისტის ჯონათან კალვერტის ექაუნთი, რომელიც კორიფციულ მაქინაციებს იკვლევდა. ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლია ფრანგი სენატორი ნატალი გულე, რომელიც ყატარს ისლამური ტერორიზმის დაფინანსებაში სდებდა ბრალს. ასევე ადვოკატი მარკ სომოსი, რომელმაც გაეროს უმაღლეს საბჭოში ყატარის სამეფო ოჯახს უჩივლა ადამიანის უფლებების კუთხით.

სავარაუდოდ თვალს ადევნებდნენ უეფას ყოფილ პრეზიდენტ მიშელ პლატინისაც – მისი ფოსტა ყატარისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მინიჭების საქმეზე ჩვენების მიცემამდე ცოტა ხნით ადრე გატეხეს.

ყატარის მთავრობა უარყოფს ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები