LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ – სვენ მიქსერი

88
Untitled design (90)

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზედაც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები უნდა განიხილონ.

ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომლებსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი რთული იყო, თუმცა მხარეებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს.

„ეს იყო მოლაპარაკებების რთული პროცესი.

მინდა მასში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადავუხადო. ჩვენ საბოლოოდ შევძელით კომპრომისის მიღწევა. ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს.

ევროპარლამენტში ჩვენ ასევე განვიხილეთ ის თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. ჩვენ გვქონდა სამართლიანი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა მან.

სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ესწრება.

სხდომის დაწყებისას, გიული ალასანიას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი მიესალმა.

„დღეს ჩვენს შეხვედრას პროფესორ გიული ალასანიას თანდასწრებით ვმართავთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ოჯახის მეგობრების. ჩვენმა კომიტეტმა არაერთხელ გამოთქვა წუხილი პატიმრობის პირობებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასე რომ, გულითადად მოგესალმებით“, – განაცხადა მაკალისტერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები