LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები გამართოს, რათა შედგეს იმ პირების სია, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ“ – სვენ მიქსერი

132
BeFunky-collage (4)

„მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადოს იმ ადამიანების სია, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ სანქციები“, – ამის შესახებ  სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.

„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს.

სვენ მიკსერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.

„იმ დღეს, როდესაც მისი სამშობლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციას იღებდა, რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი იყო, იგი იზოლირებულ აქტს არ წარმოადგენს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დაიწყო და 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დაიკავა, მსგავსი ინციდენტები არ წყდება. ინციდენტები, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეების და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება ხდება, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა და თავისუფლად გადაადგილების უფლება იზღუდება. პარალელურად რუსული საოკუპაციო ძალები ე.წ. ხელმძღვანელობებს ანექსიისა და ბორდერიზაციის პროცესებში მხარს უჭერენ.

დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი მუდმივი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაძაბული სიტუაციის დროს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღნიშნული მისიის შესასრულებლად ადეკვატური რესურსები გამოვყოთ. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოვითხოვთ.

ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართოს, რათა იმ პირების სია შედგეს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი და მათ წინააღმდეგ ეფექტური და მიზნობრივი სანქციები დაწესდეს“, – განაცხადა სვენ მიკსერმა.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.

კობახიძე: „ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და ვაჟკაცი კაცი მოგვიკლეს“

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს, გვიან ღამით გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

„მეტყველების საშუალებაც არ აქვს, განადგურებულია.. მის წინ მოკლეს კაცი, ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“ – რას ჰყვებიან ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის მამა და მეუღლე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები