„ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, გინტური“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის, დავით ქაცარავას გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმადაც, საკორინთლოსთან ოკუპანტები გამოჩნდნენ და საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, გააცოცხლეს.
პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.
„ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, რომ პროვოკაციებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. თქვენ გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, გინტური. არ შეიძლება.
პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა „ნაციონალებმა“, ეს არის ჩემო მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული, მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს.
თქვენ გახსოვთ, რომ მათ შემოხაზეს, „ნაციონალებმა“ შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები რომლებიც შემდეგ რუსეთის ფედერაციამ მავთულხლართებით განიმტკიცა, არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სხვანაირად, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.
დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ