საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.
პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას თამაზ გინტურის ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე