LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობელი ვარ“ – პრეზიდენტი ევროპარლამენტს გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციისთვის მადლობას უხდის

144
Untitled design (1)

სოფელ კირბალთან, ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„დაისაჯონ გინტურის მკვლელები“ – ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ევროპამ საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა:

„ევროპა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენებს ურყევ მხარდაჭერას.

მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მუდმივი ოკუპაციის ქვეშ დგანან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუცია ევროდეპუტატებს ანა ფოტიგას ინიციატივით წარედგინა, მას მხარი 495-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.

„მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები გამართოს, რათა შედგეს იმ პირების სია, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ“ – სვენ მიქსერი

ანა ფოტიგა: „თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“

„დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, მესამე პრეზიდენტის პირადი ჩართულობით, ჩვენ შევძელით! მიშამ ციხიდან შეძლო!!!“ – სოფო ჯაფარიძე

პოპულალურები