LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაისაჯონ გინტურის მკვლელები“ – ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

148
Untitled design

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა.

„მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები გამართოს, რათა შედგეს იმ პირების სია, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ“ – სვენ მიქსერი

რეზოლუცია ევროდეპუტატებს ანა ფოტიგას ინიციატივით წარედგინა, მას მხარი 495-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.

დოკუმენტში, რომელიც 5-პუნქტიანია, საუბარია თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილზე.

აღნიშნულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ევროპარლამენტარები დოკუმენტით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს: გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს საშუალება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მანდატის შესაბამისად იმუშაოს.

ანა ფოტიგა: „თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს, გვიან ღამით გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, მესამე პრეზიდენტის პირადი ჩართულობით, ჩვენ შევძელით! მიშამ ციხიდან შეძლო!!!“ – სოფო ჯაფარიძე

„რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ. როგორც გამოცდილება აჩვენებს, მათ ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების სიები“ – სააკაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

კობახიძე: „ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და ვაჟკაცი კაცი მოგვიკლეს“

magti 5g