LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონში ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა

66
ზელენსკი 1

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში არსებული დასახლებების ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. შესაბამისი ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხერსონის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირება დაევალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები