ლოზანაში 117 მეტრიანი კედრის შენობა გაჩნდება და ვიზუალურად ის მილანში არსებული „ვერტიკალური ტყის“ მსგავსი იქნება. სიმწვანეები 3 000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. ამასთან, ყოველი ხე ტერასაზე ტროსებით მიმადაგრდება და თითოეულ მათგანს სპეციალური სამსახური მოუვლის.
„ვერტიკალური ტყე“ – ეს არის თანამედროვე საცხოვრებელი ცათამბჯენები, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ადამიანებს ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნების გარემოცვაში ცხოვრება შეუძლიათ.
მშენებლობა 2017 წელს დაიწყება.


