დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი საუბრობს, როგორ ცხოვრობს დღეს ხალხი საქართველოში და ხელისუფლების წევრებს სთხოვს, მასთან ერთად წავიდნენ და ნახონ ეს ყველაფერი:
„ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები ვნახე, რომ აი-ერ-აის კვლევას არ ენდობიან. ბოლო ორი კვირაა, ძალიან ხშირად დავდივარ და ვოცნებობ, – ეს კვლევა კი არა, ხელისუფლების წევრებს მინდა ვუთხრა და ყოველდღე ვოცნებობ, რომ კახი კალაძე მეტროში ჩამომყვეს და ჩემთან ერთად იმგზავროს, ირაკლი ღარიბაშვილი კი გასცდეს ვაკეს და გარეუბნებში წამომყვეს… ამ ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ ხალხისგან არიან ძალიან შორს, არ ესმით საკუთარი მოსახლეობის და საერთოდ არ უსმენენ მათ…
მინდა, რომ ხელისუფლების წევრები ჩემთან ერთად წამოვიდნენ და ნახონ ხალხი რა მდგომარეობაში ცხოვრობს — მერე თქვან, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ასე კარგად არასდროს ვყოფილვართ…“