LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: 9 თვის განმავლობაში, საქართველოში 10.2% ეკონომიკური ზრდაა, ეს მთელს ევროპაში უპრეცედენტოა

51
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 9 თვის განმავლობაში, საქართველოს 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთელ ევროპაში უპრეცედენტოა. პრემიერის განცხადებითვე, წლის ბოლოსთვის ხელისუფლება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ელოდება:

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების და დაძაბულობის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში, საქართველოში არის 10.2% ეკონომიკური ზრდა.

ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. ასევე გაზრდილია ექსპორტი. ექსპორტი გაიზარდა 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37.4 % შეადგინა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კი 4 მილიარდი აშშ დოლარია.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის ზრდა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ შევადარებთ 2019 წელს – 97.5 %-ით არის ტურიზმი აღდგენილი და აქედან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი.
არ მინდა პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები