LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონი ბუმერანგია, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა ივანიშვილს დაუმიზნა და ხაზარაძეს და დანარჩენებს ხვდება

64
Untitled design (2)

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ოპოზიციის მოგონილი სისულელეა.

ელისაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს კანონი არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილს დაუმიზნა, თუმცა ახლა თავად ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებათ:

„ანტიკორუფციული ბიუროს საკითხი არის წყალწყალა, ამაო ძალისხმევა, იმიტომ აკეთებენ, რომ „პწიჩკა“ დაუსვან. რა შინაარსი აქვს ამას? ამ სამსახურმა უნდა განსაზღვროს ანტიკორუფციული პოლიტიკა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. წარმოიდგინეთ, როგორი ფუყე და უშინაარსოა. რეალური ანტიკორუფციული სამსახური უნდა შეიქმნას, მაგრამ ეს არ იქნება, ამიტომ წყლის ნაყვას აზრი არ აქვს.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ესეც წყლის ნაყვაა, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის მოგონილი სისულელეა. ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ისროლა, დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს და ხვდება მამუკა ხაზარაძეს და დანარჩენ სხვებს.

ხოლო ის, რომ კეზერაშვილისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ, ის კი ამდენი ხნის განმავლობაში ბაირამობს, „ქართული ოცნების“ ბრალია“, – თქვა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g