LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“ – გავრცელებული ინფორმაციით, თავი სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

271
Untitled design - 2022-11-13T190607.922

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ცენტრში აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა.

მათივე ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი.

პირველადი ინფორმაციით, სტამბოლის ცენტრში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. დახურულია მაღაზიები და გადაკეტილია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამ წუთებში ადგილზე  სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g