LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება სტამბოლის ცენტრში – დაშავებულია 11 ადამიანი

133
Untitled design - 2022-11-13T182212.331

სტამბოლში, ტურისტულ ზონაში, ისტიკლალის ქუჩის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ტაქსიმის მოედანთან ახლოს მოხდა.

ისტიკლალის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია სტამბოლის ტურისტულ ცენტრად ითვლება და იქ უამრავი უცხოელი იკრიბება.

სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე, ისტიკლალის გამზირზე მოხდა.

მან განაცხადა, რომ არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები