LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლოცულობთ თურქეთისთვის.. უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე – ღარიბაშვილი

190
ღარიბაშვილი

ტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების  წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

„სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“ – გავრცელებული ინფორმაციით, თავი სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

„სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერაქტი იყო“ – ერდოღანის თქმით, პირველადი დასკვნები ამ საქმეში ქალის მონაწილეობაზე მიუთითებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები