LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში 70 წლამდე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

59
პოლიცია

გვიან ღამით გურიაში, ავტომობილი 70 წლამდე ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g