Facebook ახალი საშუალებების ჩაშვებაზე მუშაობს, რომელიც საქველმოქმედო თანხების მოძიებას პირდაპირ სოციალური ქსელის საშუალებით გულისხმობს.
პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უკვე 37-მა პარტნიორმა გამოთქვა. ერთ-ერთ ფუნქციას „თანხების გაღება“ ერქმევა და საქველმოქმედო ფონდების გვერდებს ის სხვადასხვა კამპანიებისგან თანხის მოძიებას გულისხმობს. ამას გარდა ფონდებს შეეძლებათ მიზნებზე, ამოცანებსა და საქველმოქმედო კამპანიების ისტორიაზე მოგითხროთ.
დაემატება ასევე ღილაკი – „მოწყალების გაღება“ – რაც თანხის გაღების პროცესს მკვეთრად გაამარტივებს.