Lamborghini-ს გაყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წელს ბრენდმა ახალი რეკორდი დაამყარა. მთელი გასული წლის განმავლობაში იტალიურმა მწარმოებელმა 8450 მანქანის რეალიზება შეძლო, ამ წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით კი უკვე 7430 მანქანა გაყიდა. ამასთან, Lamborghini ყოველ თვე უფრო მეტ ავტომობილს ყიდის ვიდრე ქარხანა უშვებს, ასე რომ ახალი მანქანების მისაღებად რიგი ლამის 2 წელზე გაიწელა.
როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, იმ ადამიანებს ვისაც Lamborghini-ს ავტომობილის მოპოვება ახლავე სურს, მხოლოდ მეორადი მოდელის მიღების იმედი უნდა ჰქონდეს. ჯერ კიდევ არ გამოშვებული ჰიბრიდული სუპერქარის შეძენის მსურველებმა კი ათასობით განაცხადი შეავსეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელის ოფიციალური პრემიერა 2023 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, მწარმოებელს წინასწარი შეკვეთების 3000-მდე განაცხადი აქვს მიღებული.