„უკრაინა უარს ამბობს საუბარზე, რაც ართულებს შეთანხმების მიღწევას“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, მოლაპარაკებებზე კიევის პირობები არარეალისტურია.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, დაბრკოლებები რჩება რუსული მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის, მაგრამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერო მუშაობს.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა წარმოადგინა დაპირებები აშშ-სა და ევროკავშირისგან შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ, რომ ვაჭრობაში ჩართული პირები სანქციებს არ დაექვემდებარონ.
ზალუჟნი: ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა - მოლაპარაკებების პირობა ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია
„უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთი „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის პოლიტიზებას ცდილობდა და დეკლარაცია საბოლოო სახეს 16 ნოემბერს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, Associated Pres-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ბალიში ჩასული ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ლავროვი ჩანს და განაცხადა, რომ „მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკური თამაშია.“
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში