ჩინელმა მეცნიერებმა მთელი რიგი გამოკვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რატომ არის გიგანტური პანდა ასეთი პასიური. რეზულტატმა ცხოველის ორგანიზმში მეტაბოლიზმის დაბალი დონე აჩვენა, რომელიც როგორც წესი ზარმაცებისთვის არის დამახასიათებელი.
მაგალითისთვის, 90 კილოგრამიანი პანდას მეტაბოლიზმის დონე ორჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ამავე წონის ადამიანში.
მეცნიერებმა ასევე გამოარკვიეს, რომ დღის განმავლობაში გიგანტური პანდა გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე სხვა ძუძუმწოვარი ცხოველები. საშუალოდ, 90 კილოგრამი წონის ცხოველი ყოველდღიურად 13,8 მეგაჯოულს ხარჯავენ, მაშინ, როდესაც პანდა სულ რაღაც 5,2 მეგაჯოულს ხარჯავს.
GPS-მოწყობილობის საშუალებით ასევე დადგინდა, რომ ყოველ საათში ცხოველი მხოლოდ 20 მეტრს გადის და უმეტეს ნაწილს ისვენებს.
https://www.youtube.com/watch?v=LsQPAEJvZOI