LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას ტელე-ტრიუმფი

62

სერიალში „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ ლედი გაგას გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მომღერალი იმდენად გაუმკლავდა თავის მოვალეობას, რომ საფუძველი მის ტელეტრიუმფსაც ჩაეყარა. ერთ-ერთი მათგანია ნომინაცია People’s Choice Awards-ზე. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი პრემიის ერთ-ერთ პრეტენდენტად დასახელდა.

ლედი გაგას სახელი ნომინაციაში „სასწავლო-სამეცნიერო/ფენტეზი შოუს საყვარელი მსახიობი“ გამოჩნდა. მისი კონკურენტები კი ჯენიფერ გუდვინი, ჯენიფერ მორისონი, ემილია კლარკი და კაიტრიონა ბალფი იქნებიან. შოუ 2016 წლის 6 იანვარს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები