კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის საკუთარი მომხმარლებლების ტელეპორტაციას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებს. ეს განცხადება ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ შრეპფერმა გააკეთა.
ბუნებრივია, რომ საუბარი არ არის ფანტასტიკური ფილმების რეალობაში გადმოტანაზე, დაპირების ასრულებას Facebook-ი ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით აპირებს, რომლის გამოშვებას კომპანია ცოტა ხანში აპირებს. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ სახლიდან გაუსვლელად.