LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ სმიტმა ყველაზე სევდიანი სიმღერა წარმოადგინა

81

ქსელში სემ სმიტის სიმღერა „Drowning Shadows“ გამოვიდა, რომელიც მისი სადებიუტო ალბომის ხელახალ გამოცემაში „In the Lonely Hour (Drowning Shadows Edition)“ შევა. დისკის რელიზი 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.

თავად სმიტი თვლის, რომ სიმღერა ყველაზე სევდიანია მის შემოქმედებაში. მუსიკოსმა ისიც დაამატა, რომ სიმღერა ვერ მიიღებს როტაციებს რადიოში.

შეგახსენებთ, რომ სემის ახალ ალბომში შევა დუეტები ჯონ ლეჯენდთან, მერი ჯეი ბლაიჯთან და სხვა მუსიკოსებთან, ასევე სიმღერის „Latch“ საკონცერტო ვერსია და ემი უაინჰაუსის ჰიტის „Love Is A Losing Game“ ქავერ-ვერსია.

ალბომის „In the Lonely Hour“ ორიგინალი მთელს მსოფლიოში 9 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები