„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „წაუკითხავად შეუძლია ივარაუდოს, რომ კანონპროექტი პირდაპირ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს“.
„არ მოგატყუებთ და კანონპროექტი არ წამიკითხავს, მაგრამ წაუკითხავად შემიძლია ვივარაუდო, ისეა ეს კანონპროექტი შექმნილი, რომ პირდაპირ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს. ფობიად გადაექცათ ამ ადამიანებს ეს და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ცუდი – მათთვის არავითარი სარგებლის მომტანი არ არის და არც ქვეყნისთვის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა