ქართველმა მომღერალმა დოდონა ნამორაძემ ბერძნული “ვოისის” ჟიურის წევრები აღაფრთოვანა.
დოდონამ სიმღერით I feel good სცენაზე ცეცხლი დაანთო. მან სიმღერასთან ერთად, მან მუსიკალური ინსტრუმენტის – საქსაფონის ჟღერადობის იმიტირებაც შესანიშნავად შეძლო, რამაც ჟიურის წევრებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია.
საბოლოოდ, ქართველ მომღერალს ოთხივე ჟიურის წევრი შემოუტრიალდა და ის მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემსრულებელმა ჟიურის წევრების თხოვნით ქართულადაც იმღერა.
სიმღერის დასასრულს, ჟიურის წევრებს შორის დოდონას მოსაპოვებლად ბრძოლა გაიმართა, თუმცა, მან საბოლოო არჩევანი კონსტანტინო სარგიროზე შეაჩერა.