LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ სმიტი შემოქმედებით პაუხას აიღებს

91

სემ სმიტი შემოქმედებით პაუზას აიღებს. მიზეზად კი ის პირადი ცხოვრების მოწყობას ასახელებს.  „ბოლო სამი წელი პაუზის გარეშე ვმუშაობდი და ვგრძნობ, რომ მაქვს უფლება, დავბრუნდე სახლში და ვიცხოვრო ისე, როგორც დანარჩენი 23 წლის ბიჭები ცხოვრობენ“, – განაცხადა მომღერალმა.

სმიტმა, რომელმაც თავისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა განაცხადა, სადებიუტო ალბომი In The Lonely Hour უპასუხო გრძნობების განცდებს მიუძღვნა. მომღერალი თვლის, რომ მას არ უმართლებს პირად ცხოვრებაში, თუმცა დარწმუნებულია: „სიყვარული – ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს ჩემი ცხოვრებაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები