მეცნიერებმა პარალიზებული ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობა შექმნეს. ეს გახლავთ ეტლი, რომელიც გონებით იმართება. ტექნოლოგიამ ცდები უკვე გაიარა. სუბიექტებს 31-ელექტროიდიანი ჩაფხუტი ეკეთათ, რათა ეს სიგნალები არაინვაზიურად გაეგზავნათ ეტლისთვის. მეტი სიზუსტისთვის, ის სპეციალური გელით დააწებეს თავზე. შედეგად, კიდურების მოძრაობაზე ფიქრი ეტლის უკანა მხარეს მიმაგრებულ ლეპტოპს გადაეცემოდა, რათა ხელოვნურ ინტელექტს ბორბლის მოძრაობებად გარდაექმნა.
მაგალითად, თუ მომხმარებელი ორივე ფეხის მოძრაობაზე ფიქრობს, ეტლი მარცხნივ წავა, ორივე ხელის მოძრაობაზე ფიქრის შემთხვევაში კი მიმართულება მარჯვნივ შეიცვლება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეოც, სადაც აღნიშნული პროცესია აღბეჭდილი.