LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ კანონში ფემიციდის ცნების გაჩენასა და გაუპატიურების მუხლში ცვლილებებს ითხოვს

64
ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ კანონში ფემიციდის ცნების გაჩენასა და გაუპატიურების მუხლში ცვლილებებს ითხოვს.

ბიზნესასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილ მარშს, რომელშიც საქართველოც ერთვება, „ქალები მომავლისთვისაც“ უერთდება.

„ბიზნესასოციაცია უერთდება 20:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მარშს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში მოქმედი ქალთა უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ქალთა მკვლელობებისა და ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც ადასტურებს ჩვენს გარშემო წლების განმავლობაში დაფიქსირებული უმძიმესი შემთხვევები.

რთული ვითარების საილუსტრაციოდ კმარა თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქალთა მკვლელობისა და ძალადობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფაქტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით ვრცელდება.

შემაშფოთებელია 24 ნოემბერს თერჯოლაში დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც ქმარმა ყოფილი ცოლი დაწვა;

ბაია პატარაია: ისევ ქუჩაში გამოვალთ ქალები და კიდევ ერთხელ ხმამაღლა მოვითხოვთ გაუპატიურების დასჯას – მიიღეთ სწორი და თანამედროვე დეფინიცია!

უმძიმესი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ ბათუმშიც, როცა 14 წლის მოზარდს მამამ მას შემდეგ სცემა, რაც გოგომ გაამხილა, რომ ის 25 წლის მამაკაცმა გააუპატიურა.

სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტები გამონაკლისი არ არის, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს:

• 186 – საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამდენია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც 2014-2022 წლებში საქართველოში მოკლეს.

კიდევ უფრო მძიმეა ოჯახში ძალადობის სტატისტიკა:

• 2022 წელს (9 თვეში) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 003 ქალი გახდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6 940 იყო, ხოლო 2020 წელს 7 573.

არსებული სტატისტიკა და ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც განსაკუთრებულად სასტიკი ფორმა აქვს, აჩვენებს, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.