LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ამდენი უსასტიკესი ოჯახური ძალადობა ხდება, რატომ არ ისმის ეკლესიის, განათლების მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის ხმა? – მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს“: ნათია ფანჯიკიძე

87
ნათია ფანჯიკიძე

„მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს, თუ მათ ინსტიტუციების თანადგომა არ ექნებათ და თუ კომპლექსური მიდგომა არ შემუშავდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს და ბოლო დროს, ქვეყანაში მომხდარ ფაქტებს ეხმაურება:

„როცა ამდენი უსასტიკესი ოჯახური ძალადობა ხდება ქვეყანაში, რატომ არ ისმის ეკლესიის ხმა, განათლების მინისტრის ხმა, ჯანდაცვის მინისტრის ხმა, სამართალდამცავთა ხმა?

რატომ არავინ შეისწავლის მრავალი მხრივ საზოგადოების კატასტროფის მიზეზებს და რატომ არ ისახება მრავალმხრივი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა?

ბაია პატარაია: „12 წლის ბავშვს რა ცოდნა აქვს, გაისიგრძეგანოს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა, ეს ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურებაა - უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები.. გამოდი გარეთ ხვალ“

ბაია პატარაია ბოლო დღეებში მომხდარი გაუპატიურების და 12 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტს ეხმაურება და იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც აღნიშნული შემთხვევებით კიდევ ერთხელ გამოვლინდა.

მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს, თუ მათ ინსტიტუციების თანადგომა არ ექნებათ და თუ კომპლექსური მიდგომა არ შემუშავდა.

ანა არღანაშვილი: „12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა – ეს შემთხვევა არ მოხდებოდა“

პირიქითაც, მარგინალიზება მოხდება ფემინისტების, ნაკლები მოუსმენს და მეტი დაუწყებს ბრძოლას, თუ მხარს არ გაუმაგრებს ყველა, ვისაც ეს მოხალისეობრივ ნებად კი არ უნდა ჰქონდეს აღქმული, არამედ უპირველესად ევალება.“– წერს ნათია ფანჯიკიძე Facebook-ზე.

თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ქალი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები